|
2019-05-22 14:18:59, 1790 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი პარუბი: ზელენსკის გადაწყვეტილება რადას დათხოვნის შესახებ არაკანონიერია
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის დათხოვას ეხება, არაკანონიერია, - ამის შესახებ ინფორმაციას Lenta.ru იუწყება. როგორც პარუბიმ აღნიშნა, ზელენსკის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისისკენ მიიყვანოს. "ჩემი აზრით პრეზიდენტის განკარგულება არამხოლოდ კონსტიტუციის შეურაცხყოფაა, არამედ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კონსტიტუციური კრიზისისკენ მიიყვანს. პრეზიდენტის მეორე კანონპროექტის, რომელიც დეპუტატების არჩევის წესში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რეგლამენტის დარღვევით დარეგისტრირდა", - განაცხადა პარუბიმ. ცნობისთვის, 20 მაისს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა. იგი ასევე გამოვიდა ინიციატივით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)