18:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 13:29:23, 1102 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია NDI-ს კვლევაზე: პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა არ მიკვირს

 „მე არ მიკვირს, პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა“, - ასე გამოეხმაურა პარრლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მაია ცქიტიშვილი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის იმ ნაწილს, სადაც პარლმანტის დაბალ რეიტინგზეა საუბარი.

როგორც ბესელიამ განაცხადა, პარლამენტმა დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს.

„მე არ მიკვირს, პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა. პარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს. ეს მე ყველაზე მეტად მაწუხებს. პარლამენტი ეს არის მაკონტროლებელი ორგანო და ის, რომ პარლამენტი დღეს სუსტად გამოიყურება, ვფიქრობ არის იმის მიზეზი, რომ ბოლო ორი წელი ძალიან მნიშვნელოვნად შეასუსტა პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და იმ საკითხებზე პრინციპული პოზიციების დემონსტრირება, რაც ხალხისთვის ყველაზე უფრო მეტად მტკივნეულია. მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ ნეგატიური განწყობის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics