09:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 16:09:32, 1431 ნახვა

კომენტარი
კრისტინ ლაგარდი: ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდაა, ეს საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელია

"მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდაა, ესაა საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღავენლმა კრისტინ ლაგარდიმ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

როგორც ლაგარდიმ აღნიშნა, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა.

"როდესაც დღეს დილით გავიარე თბილისის ქუჩებში, ძველი თბილისის ხედებით მოვიხიბლე, რომელიც ბევრი ტურისტის მთავარ მიმართულებად იქცა. ბევრი სწორედ ამ ქუჩების სანახავად ჩამოდის თბილისში, რომელიც გახლავთ უნიკალური ტრადიციების, კულტურის გამოხატულება დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე. თქვენ ამ ქუჩებში ნახავთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ეკლესიებს. ქრისტიანულ ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგას და სხვას. მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას. სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ტოლერანტობა, ღიაობა და წარსულზე სწავლა“, - განაცხადა ლაგარდმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics