18:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:12:24, 1644 ნახვა

მსოფლიო
„სისტემაში ქირურგიული ჩარევის დრო დადგა“ - სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანსა და სხვა ქალაქებში სასამართლოს შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს, - ამის შესახებ News.am უწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შენობების შესასვლელების დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს და მთელ მოსახლეობას მოუწოდა, სასამართლოებში კორუმპირებული მოსამართლეები არ შეუშვან. 

მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ხსენებული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 

ამასთან, სომხეთის პრემიერის თქმით, ის ქვეყანაში სასამართლო რეფორმის ჩატარებას აპირებს. 

"დადგა სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის დრო. თუკი საჭირო გახდება საკონსტიტუციო რეფორმის ან საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, ამ გზითაც წავალთ, რათა საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო გვქონდეს", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. 

 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics