20:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 12:42:26, 929 ნახვა

რეგიონი
დაპირისპირება ზუგდიდის 21-ე უბანზე - პოლიციამ „ოცნების“ კოორდინატორი გამოკითხვაზე გადაიყვანა

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირებაში აგრეთვე ოპოზიციის საკრებულოს დეპუტატი ანი წითლიძეც მონაწილეობდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს სიების ქსეროასლები დაუფიქსირდათ.

გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს დეპუტატმა მმართველი გუნდის კოორდინატორს აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა, რის შემდეგაც "ოცნების" კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.

ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა მმართველი გუნდის კორდინატორი გამოკითხვის მიზნით სამმართველოში გადაიყვანეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics