16:43 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 17:49:30, 883 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ენმ-ს მხრიდან არეულობის შეტანის მცდელობა, ზუგდიდში კვლევის შედეგებს უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში არეულობის პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს.

კობახიძის შეფასებით, „არჩევნები წარიმართებოდა ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარიექსცესების გარეშე, თუმცა 2-3 დღის წინ დაიწყო არეულობის შეტანის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც უნდა უკავშირდებოდეს ზუგდიდში კვლევის შედეგებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს.

„ამ კვლევის მიხედვით, ისინი ძალიან დიდი ალბათობით პირველივე ტურში წააგებენ არჩევნებს.

ალბათ, ამან გამოიწვია მათი ტაქტიკის შეცვლა, მათი ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ არეულობის შეტანა, ესეც ვერ დასრულდება მათთვის წარმატებულად.

მთავარია, ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს იქ არეულობის შეტანის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics