20:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 12:12:42, 907 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება: ქართველმა სამართალდამცველბმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა საზღვარი დაარღვიეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. 

როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი იგორ კოჩიევმა აღნიშნა, ქართულმა პოლიციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. საზღვარი დაარღვიეს. კოჩიევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები სამჯერ გამოავლინეს. 

„უპილოტო საფრებმა აპარატებმა ერთსაათიანი ინტერვალით სამჯერ დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე. მათ გადაუფრინეს იმ ადგილს, სადაც ჩვენი სასაზღვრო პუნქტია. უპილოტო საფრენი აპარატები 10 წუთის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატების კუთვნილების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყვნენ ტურისტები ან მოზარდები. ზნაურის რაიონში პოლიციის მანქანა შემოვიდა, საზღვრის აღმნიშვნელ ნიშანთან გაუჩერებლად წრე დაარტყა და საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა. მეორე შემთხვევაში კი პოლიცია დაახლოებით 150 მეტრით იყო შემოსული ჩვენს ტერიტორიაზე და ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდნე“, - განაცხადა კოჩიევმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics