22:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 18:59:11, 1557 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამონათქვამებს დისკრიმინაციულად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას გამონათქვამებს დისკრიმინაციულად აფასებს.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების - თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული, სექსისტური და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამაკნინებელ სტერეოტიპებს. ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ, აორმაგებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოვლენის რისკს. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თამაზ ფაცაციას, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპების დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობის და თანასწორობის საკითხებზე საკრებულოს წევრებისა თუ სხვა დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics