15:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 12:05:42, 1003 ნახვა

პოლიტიკა
საოლქო კომისიაში მოქალაქე ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილო მოქალაქე გაერთიანებული ოპოზიციის წევრ ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა. ის შემოვიდა და განმარტა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კითხვები ჰქონდა.

თავად ოპოზიციამ თქვა, რომ ეს ადამიანი პროვოკატორია და დაინტერესდნენ, თუ რატომ მოვიდა ის აქ. ხატია დეკანოიძის თქმით, უცნობი ადამიანი აგრესიულად წამოვიდა მისი მიმართულებით და ამ დროს შუაში ჩაუდგათ დამკვირვებელი "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგიდან" გიორგი ფიფია. დეკანოიძის თქმით, "მოგზავნილი" ადამიანი მთვრალი იყო და ეუბნებოდა, რომ პირადად მასთან ჰქონდა საქმე. 

"ლაივპრესს" მოქალაქემ, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილა, უთხრა, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ და აღიზიანებდა. როცა ხატია დეკანოიძე დაინახა საოლქოში, განმარტა, რომ გაბრაზდა და მისთვის გადაწყვიტა კითხვები დაესვა.

მომზადებულია ლაივპრესზე დაყრდნობით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics