15:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 11:48:29, 985 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა. იქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომლებიც ითხოვენ რომ დადგენს კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის საკითხი.

ოპოზიციის ლიდერებს თან აქვთ ფოტო მტკიცებულებები, სადაც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კანონის დარღვევით სხვადასხვა პირების პირად მფლობელობაში ინახებოდა.

დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე დაიწყო. ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდა. ბოკუჩავამ მესხს უთხრა, რომ მას ნდობა აღარ აქვს და ამიტომ უნდა გადადგეს.

„ის პრეტენზიები გვაქვს რომ ზონდერები არ დარბოდნენ აქ რომლებიც ფიზიკურად იწევენ ადამიანებზე, იარაღიანი პოლიციელები რომ დარბოდნენ ოლქში ეს ნორმალურია? მაგრამ თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ, აღარ გაქვთ არანაირი ნდობა და უნდა გადადგეთ,“- მიმართა ბოკუჩავამ მესხს.

თავად მირანდა მესხი კი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების განხილვის მოთხოვნით, ოპოზიციამ განცხადება უნდა შემიტანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics