11:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 17:30:33, 370 ნახვა

პოლიტიკა
ჰენრი კერალი: მნიშვნელოვანია, რომ ახალი საბანკო საზედამხედველო ინსტიტუტი დამოუკიდებელი იყოს

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სახმრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებების შემთხვევაში ახალი საბანკო საზედამხედველო ინსტიტუტი დამოუკიდებელი იყოს.

ამის შესახებ  მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე  თქმით,  საქართველოს საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას  ევროკაშირთან  ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.

„ჩვენს  მიმართვაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის  შენარჩუნება. თუ ცვლილებები განხორციელდება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ეს  მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებასთან  მიმართებაში, სადაც აღნიშნულია,  რომ ეს ინსტიტუტები დამოუკიდებელი უნდა იყოს. ცვლილებების განხორცილებების შემთხვევაში არ არის აუცილებელი ეროვნულ ბანკს საფრთხე შეექმნას.  მთავარია ეს სტანდარტების გათვალისწინებით მოხდეს. ამისათვის ჩვენ ქართულ მხარეს ექსპერტების ჩართულობა შევთავაზეთ“,-განაცხადა ჰენრი კერალმა კერალმა.

კითხვაზე  თუ რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაცია ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დატოვებასთან დაკავშირებით, კერალიმ აღნიშნა, რომ ჯერ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან პროცესი კვლავ გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics