|
2015-06-26 13:34:07, 554 ნახვა
საზოგადოება
IDFI- ის ინფორმაციით, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ყველაზე მეტი მსჯავრდებული 2014 წელს ფიქსირდება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. IDFI – ის ინფორმაციით, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო 2013 წელს იქნა დაჯარიმებული . დაჯარიმებულთა რაოდენობა 13 572–ს შეადგენდა. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. „ თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთო რაოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი“, – აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში. მათ მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ყველაზე მეტი მსჯავრდებულია 2014 წელს – 4003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% - პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. „აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს“, – ნათქვამია IDFI – ის განცხადებაში.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)