19:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 18:36:51, 1935 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში

"ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ისედაც მარტივი პროცედურები, მენეჯმენტი და აღსრულება იქნება უფრო ეფექტური.

„ჩვენ ისედაც კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე, აქცენტი უნდა გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციაზე. საქართველოში ფუნქციონირებენ შესაბამისი ასოციაციები, ბიზნეს გაერთიანებები, დარგობრივი ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი მსხვილი კორპორაციებიდან გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე კომუნიკაციის და პრობლემების გაცნობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics