19:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 16:32:51, 1894 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს

ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე,  ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდენტიფიცირებულია ის მიმართულებები, რა სფეროებშიც აშშ-ს და საქართველოს  ეფექტური და მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვს.

„როგორც იცით, საქართველოში  ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც გავატარეთ და რომელიც უნდა გავატაროთ, იმ გამოწვევებზე და ტკივილზე, რაც ჩვენ გვაქვს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენს მეგობრებს აქვს რეალური სურათი, რომელთა ასახვა აუცილებლად მოხდება კონკრეტულ ქმედებებში, იქნება ეს სხვადასხვა რეზოლუციები თუ საკანონმდებლო აქტების ინიცირება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics