15:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:57:49, 3055 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა

უკრაინამ, ქერჩის სრუტეში გასული წლის 25 ნოემბერს რუსეთის მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით, საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

პოროშენკოს თქმით, რამდენიმე კვირაში ტრიბუნალი რუსეთს დაავალდებულებს, რომ უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლოს და ოფიციალურ კიევს კუთვნილი გემები გადასცეს.  მან აგრეთვე მოსკოვი ადამიანის უფლებების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. 

"რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ჩვენი დაკავებული მეზღვაურები და კუთვნილი გემები გადმოგვცეს", - წერს პრეზიდენტი პოროშენკო. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics