2019-04-16 01:41:01, 2886 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია და ორი კოშკი გადარჩა
მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან ერთად, ტაძრის ორი კოშკის გადარჩენა მოხერხდა. - ამის შესახებ, ტელეკომპანია BFMTV-ს ეთერში, პარიზის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ჟანკლოდ გალემ განაცხადა.
"ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაძრის ორი კოშკის გადარჩენა მოვახერხეთ" - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემნუელ მკრონმა მედიას განუცხადა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.
ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან