|
2019-04-12 17:08:57, 1389 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილეები სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ. თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)