20:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 18:33:33, 2307 ნახვა

კომენტარი
ევროსაბჭოს წევრი ბახტაძეს: შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ია კერზაიას საქმე ნამდვილად ბოლომდე იქნება მიყვანილი?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საბჭოს წევრებმა ჰკითხეს, შეუძლია თუ არა დადოს პირობა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმე გამოძიებული იქნება. 

გარდა ამისა, ევროსაბჭოს წევრებმა პრემიერს გაახსენეს 11 ევროდეპუტატის წერილი, რომლებიც ასევე საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.

„შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ეს ტრაგიკული საქმე ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი?“,-მიმართეს მამუკა ბახტაძეს.

თავის მხრივ პრემიერმა განმარტა, რომ რომ კერზაიას საქმე მართლაც ტრაგიკულია, თუმცა ამ ტრაგედიას გარკვეული ჯგუფები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ადამიანური ტრაგედია და მინდა მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია იყენებს ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics