|
2015-06-23 17:42:26, 1016 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს. როგორც გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ. ამასთან, გენერალურ შტაბში მიიჩნევენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც შეიარაღებული ძალების საფრენი აპარატების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას შეეხება. „სამაშველო ოპერაციების საწყის ეტაპზე, 13 ივნისის ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით - დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა. თბილისი თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს (შუქურები მაღალი შენობების სახურავებზე, საიდენტიფიკაციო ნიშნები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა საჰაერო საკომუნიკაციო არხებზე - ბუნებრივი აირისა და წყლის მილები). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვასდასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების „ბადეებს“. ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი“,- ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება ზოოპარკისა და მზიურის რაიონებს, შტაბის ინფორმაციით, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის. ამდენად, სწორად შეფასდა რისკები და საფრთხეები. მეორე დღეს, შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად დაიწყეს სტიქიით დაზარალებული რაიონებისა და საფრთხის შემცველი კერების დაზვერვისა და გამოვლენისთვის საჭირო ფრენების აქტიური შესრულება. შეიარაღებული ძალები რჩება ყველა რთულ ობიექტზე და აგრძელებს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მონაწილეობას“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)