|
2019-04-02 13:32:41, 1416 ნახვა
პოლიტიკა
პლენარული სხდომის დაწყების წინ ირაკლი კობახიძემ და აკაკი ბობოხიძემ იკამათეს
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. პლენარული სხდომის დაგვიანებით დაწყება „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ სხდომის გახსნისთანავე გააპროტესტა. ბობოხიძის თქმით, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა. „ბატონი ირაკლი, ხედავთ, რომ აქ ვარ. რეგისტრაცია რომ დაიწყეთ, მაინც და მაინც მაშინ აღმოვჩნდი გასული და კაცი, რომელიც მოვედი 12-ს რომ 10 წუთი აკლდა, სინამდვილეში დამრღვევი გამოვდივარ. დაბეჯითებით გთხოვთ, რეგისტრაცია დაიწყოს იმ დროს, რა დროსაც დავთქვამთ. ისე გამოდის ეს ყველაფერი, რომ დარბაზში ვზივართ უსაქმურები და საქმიანები ვერ იცლით მოსასვლელათ“, -მიმართა აკაკი ბობოხიძემ ირაკლი კობახიძეს. საპასუხოდ, პარლმანტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სესია დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. „დამრღვევი კი არ გამოდიხართ, დაარღვიეთ რეგლამენტი, რადგან არ გაიარეთ რეგლამენტი სათანადო დროს. არ შეიძლება ყველა სხდომა ასეთი გამოხდომებით დაიწყოთ, ბატონო აკაკი, თქვენი ვალია, მთელი დღე სამუშაო რეჟიმში იყოთ. თქვენ დაარღვიეთ თქვენი ვალდებულება, როდესაც რეგისტრაცია არ გაიარეთ. დამშვიდდით ბატონო აკაკი, ხმას დაუწიეთ. ბატონო აკაკი, არ გიხდებათ ასეთი ქცევა, გთხოვთ კოლეგებს დაუთმოთ სიტყვა. თქვენი საქციელი მოსაწონი არ არის. კოლეგებო, გთხოვთ არ შეხვიდეთ პოლემიკაში ბატონ აკაკისთან. ეს არის პროვოკაცია. ნუ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. ბატონი აკაკი, ახალგაზრდები გიყურებენ, არ გიხდებათ ასეთი საქციელი“, - აღნიშნა კობახიძემ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)