22:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 14:49:23, 1492 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ქობულიას აგარაკის გაძარცვაზე: მთავრობაში არ არიან პრივილეგირებული პირები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს

პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შს სამინისტრომ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და არაფერია დამალული.

„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, აქაც თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics