22:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 15:59:25, 1510 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის მე-11 შეხვედრას დაესწრო

კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) მრჩეველთა კომიტეტის მე-11 შეხვედრაზე მონაწილეებმა გადასარეკ ტრასებთან და პირუტყვის სეზონურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრა კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) გუნდის ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა გახსნა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პერსონალური მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

მისასალმებელ სიტყვაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება სექტორის განვითარებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „Mercy Corps“ მიერ გაწეულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - გივი მეტრეველი, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი და სექტორით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics