20:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 13:12:59, 1435 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან

 „თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან და ყველაზე უკეთ გრძნობს ხალხის საჭიროებებს“, - ამის შესახებ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებას.

„დღეს ვდგავართ მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე , რომ ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში შევაჯეროთ  ჩვენი მიდგომები და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს თვითმმართველობებს მეტ უფლებებს, ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებს და საერთო ჯამში კი მეტ შესაძლებლობებს მოუტანს. უფლებრივად მაღალი დონის თვითმმართველობა განვითარებული,  ძლიერი ქვეყნის რეალური  ფუნდამენტია და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საპარლამენტო განხილვის დასაწყისით ახალ, მნიშვნელოვან და ძალზედ საპასუხისმგებლო ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიქმნა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics