|
2015-06-22 11:02:05, 484 ნახვა
საზოგადოება
ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის არასაპატიმრო სანქციების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო უწყებებმა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის არასაპატიმრო სანქციების თემაზე მრგვალი მაგიდა გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისი; საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან და პოლონეთიდან; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების − განათლებისა და მეცნიერების; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, აგრეთვე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის მიზანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პატიმრების რაოდენობის შემცირებაა. ღონისძიების მონაწილეები ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ, რომელიც ნათლად მეტყველებს წამალდამოკიდებული სამართალდამრღვევების მკურნალობის ეფექტიანობაზე ამ პირებისთვის სისხლის სამართლის სასჯელების შეფარდებასთან შედარებით. მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა განიხილეს დანაშაულის შემცირებისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის თემები, კონკრეტული საკითხები პენიტენციარულ სისტემაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კვლევის განხორციელება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით. კვლევას სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს ევროსაბჭოს მიერ შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შედეგების საფუძველზე 2016 წლისათვის მომზადდება რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მრგვალი მაგიდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაში უწევს დახმარებას. ანტინარკოტიკული კანონმდებლობის დაბალანსებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. 2013 წლის დეკემბრიდან ქვეყანას ახალი ნარკოსტრატეგია აქვს, რომელიც ნარკოდანაშაულის პრევენციისა და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისკენაა მიმართული. ამ კუთხით, არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განხორციელდა; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლში ინიცირებული ცვლილებაა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და გასაღებისათვის განსხვავებულ პასუხისმგებლობას აწესებს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)