21:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 14:51:59, 1199 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში CIB-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მესამე ფაზის (CIB)  სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ რიგი ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია გათვალისწინებული“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, ტექნიკური და საკადრო რესურსების შესაძლებლობების განვითარების შესახებ, რაც ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და ევროკავშირის წარმომადგენელი პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics