09:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 14:54:48, 387 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ლატვიის დელეგაციას შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან გამართა შეხვედრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ლატვიელი დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემდგომი დღის წესრიგზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის სავიზო დიალოგს და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ლატვიის მხარდაჭერა და მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს პროცესის წარმატებით დასრულებაში.

თამარ ბერუჩაშვილმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას ლატვიის მიერ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის ძალისხმევა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის საქმეში, როგორც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics