|
2019-02-26 13:47:09, 3009 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტის სხდომა, სადაც კობა გვენეტაძე და TBC-ის დამფუძნებლები იმყოფებოდნენ, ჩაიშალა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაზე და "თიბისის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფრიძე იმყოფებოდნენ, დაძაბული ვითარების გამო, ჩაიშალა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანამდე რომან კაკულიამ სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებს განუცხადა, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების საკითხის განხილვა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარემ შესვენების დროს, პარტიის ხელმძღვანელისგან ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო მითითება, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში წარემართა. სხდომის დახურულ რეჟიმში წარმართვას "ევროპული საქართველოს" წევრებიც შეეწინააღმდეგნენ. მათი განცხადებით, გაუგებარია თუ რისთვის მოხდა ასეთ შემთხვევაში კობა გვენეტაძის და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მოწვევა კომიტეტის სხდომაზე, თუ მისი დახურვა იგეგმებოდა. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების გაკეთების შესაზლებლობა უნდა ჰქონოდათ. ამასთან, მათთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ სხდომის ღია რეჟიმში წარმართვა ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის თავმჯდომარეს შესთავაზე შემდეგი სახის ფორმატი: დეპუტატების ყველა კითხვა დასმული კითხვა პირდაპირ ეთერში უნდა გასულიყო, ხოლო რაც შეეხება კობა გვენეტაძის, ის კითხვების ნაწილს, რომლებზეც საჯაროდ საუბარს არ ისურვებდა, დახურულ რეჟიმში გავიდოდა. იმის გამო, რომ დეპუტატებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა დაესრულებინა.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)