|
2019-02-25 18:27:38, 1045 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის დირექტორი ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორ შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დღეს ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორ დარიუს ჟიჟიცს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის არქივის ხელმძღვანელებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს. სტუმარმა დაათვალიერა ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში დაცული დოკუმენტები, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია, გაეცნო საარქივო დოკუმენტების, მათ შორის კინომასალის, დიგიტალიზაციის პროცესს. ლიეტუვის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღესვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენის - „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში" - გახსნაში. გამოფენა 25 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება და 17 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)