21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 18:18:25, 1755 ნახვა

ეკონომიკა
მეზურნიშვილი Fitch-ზე: აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის აღიარებაა

კასპის მაჟორიტარის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, 2011 წლის შემდეგ პირველად Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ახალ ისტორიულ ნიშნულზე გადაიყვანა.

როგორც მეზურნიშვილი განაცხადა, აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის და მის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს BB სტატუსი მიანიჭა, პროგნოზით - სტაბილური. აღნიშნული ცვლილება, საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობის და მის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა. 2018 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ მას რეგიონული რისკებისადმი გამკლავების უნარი გააჩნდა, აქტიურად იმუშავა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, ხელი შეუწყო უმუშევრობის შემცირებას, კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე და ეკონომიკური თავისუფლება, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა და მრავალი სხვა. სწორედ ასეთმა მოვლენებმა უზრუნველყვეს ფიტჩის რეიტინგში საქართველოს წინსვლა და განაპირობებენ მის მომდევნო გაუმჯობესებასაც. ყველაფერთან ერთად, საქართველო ერთად-ერთი ქვეყანაა რეგიონში რომელსაც ფიტჩმა რეიტინგი გაუუმჯობესა და ამასთან ერთად ცალკეული პარამეტრების მიხედვით საქართველო შეიძლება ითქვას წინმსწრებად, უკვე აკმაყოფილებს რეიტინგში მომდევნო წინსვლისთვის საჭირო მოთხოვნებს. საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას", - განაცხადა მეზურნიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics