19:11 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 18:44:00, 1160 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო მუცლად მყოფი ჩანასახისთვის, სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრას ითხოვს

კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუცლად მყოფი ჩანასახის სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრა მოხდება, - აღნიშნული ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის.

მათივე თქმით, კანონის ინიცირების შემდეგ, აბორტის მსურველი ქალის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.

კიკეთის ტაძრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე.

„მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე - ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის, უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ“, - განაცხადა ანდრიამ ჯაღმაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics