15:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 11:15:41, 1100 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს უჭირს მეტყველება და მარჯვენა კიდურს ვერ ამოძრავებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, მის დაცვისქვეშ მყოფს უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის კვლევები მიმდინარეობს და მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში წუხელ  გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი ცნობით, მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics