|
2019-02-10 14:00:35, 5275 ნახვა
კულტურა
ცნობა, თითქოს კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი საფრანგეთში გაიყიდა ყალბია
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამი უცხოეთში აუქციონზე იყიდება ყალბია. თავდაპირველი ინფორმაცია "ფეისბუქის" მომხმარებელმა, მანჩო მენაბდემ გაავრცელა, როგორც ის ირწმუნებოდა, 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, საფრანგეთში გაყიდეს. როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში." -წერია მუზეუმის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)