|
2015-06-17 17:26:53, 998 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის ზონა მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის ზონა მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. ვახტანგ კაპანაძემ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები დადებითად შეაფასა. გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სტიქიის პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა წყნეთის ქუჩის, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობისა და „მზიურის“ ჩასასვლელის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა - 15 ერთეული სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 ერთეული ექსკავატორი და 2 ერთეული თვითმტვირთავი. 4 ერთეული ტრაქტორი კი ნაპირსამაგრ სამუშაოებშია ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზირებული ბრიგადების პირადი შემადგენლობა სვანიძის ქუჩაზე ასრულებს გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საინჟინრო ბრიგადა კი ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)