10:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 13:03:35, 926 ნახვა

საზოგადოება
შსს: მოვუწოდებთ საზოგადოებას, შეწყვიტონ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში არ ჩაერთონ და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება შეწყვიტონ.

ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, შსს-მ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics