|
2019-02-01 11:58:06, 949 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველი აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა
საქართველოში პირველი აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირა. DJI Agras MG-1P (Octocopter) ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი კომპანია "აგრიკოპტერია", რომელიც თავის მხრივ ''Copter.ge • კოპტერ.ჯის'' სტარტაპ გაერთიანებაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს ხოლო ფრენის ზღვრული სიმაღლე - ზღვის დონიდან 2000 მეტრს შეადგენს. აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით. აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება შესაძლებელია საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის გაფრქვევის და საჰაერო თესვის განხორციელებისთვის, ამასთან სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწის და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. პირველ რეგისტრირებულ აგროდრონს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი GE-002 მიენიჭა. 2018 წელს სააგენტომ მრავალფუნქციური დანიშნულების შეგახსენებთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. რეგისტრაციის პირობების და მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php
(NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)