09:43 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 19:59:57, 916 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია: საქართველომ კანონმდებლობა გააუმჯობესა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

2018 წლის განმავლობაში საქართველომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შიდა კანონმდებლობა გააუმჯობესა, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. 

"2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა შიდა კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (სტამბოლის კონვენცია) დაეახლოვებინა. ინფორმაციის გავრცელების კამპანიებისა და საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ გაიზარდა პოლიციისთვის ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შეტყობინება. დეპარტამენტი ოჯახში ძალადობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. კვლავ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა", - აღნიშნულია ანგარიშში. 

2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა შიდა კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (სტამბოლის კონვენცია) დაეახლოვებინა.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics