06:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 13:18:22, 1055 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტებია მიმზიდველი.

„2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტები. შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა  განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics