02:41 - 23 Jul, 2026
|
2019-01-16 23:35:49, 1198 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე იაშვილის კლინიკაში მივიდნენ
იაშვილის კლინიკაში, სადაც ექვსი დაშავებული ბავშვია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. მათ ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახვდათ. ხელისუფლების წარმომადგენლები კლინიკაში, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. იაშვილის კლინიკაში ასევე ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძეს და კახა კალაძეს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. მანამდე მთავრობის წევრები დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ და ვითარებას გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)