20:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 15:35:21, 1603 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი უკრაინის ავტოკეფალიაზე: ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრანისი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„პირველ რიგში, ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს. ეს არის თავშეკავება?! არ ვფიქრობ, რომ თავშეკავებაა, ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან. ოფიციალური პოზიციაა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, როდესაც მინისტრი ახმაურებს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, როცა პრემიერმინისტრი აკეთებს განცხადებას, ეს არის მთავრობის და ყველას პოზიცია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics