14:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 16:37:20, 2542 ნახვა

ეკონომიკა
დეკემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მილიონი აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების  94.2 პროცენტი მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მილიონი აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.8 მილიონი აშშ დოლარისა (51.8 მლნ ლარისა) 2017 წლის დეკემბერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics