|
2019-01-15 14:23:22, 1019 ნახვა
საზოგადოება
H1N1 ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით,H1N1 ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია. დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 273 -მდე შემცირდა. „პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით უკვე 273 -ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგანაც რაოდენობების შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა ამითი. არა, რა თქმა, უნდა და დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)