|
2019-01-09 18:24:24, 1567 ნახვა
საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა,რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა. მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ. ექიმ, კახი კარიაულის განმარტებით, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს. „სარეანიმაციო არ ჩანს არაფერი, თუმცა ახალი შემოსულია და ვიტალური მაჩვენებელი არ არის სრულად შეფასებული, როგორც კი შეფასდება გაწერა ამის შემდეგ გადაწყდება“, - აღნიშნა კახი კარიაულმა. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)