|
2015-01-21 17:57:37, 836 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ორი თაობა“ მოხუცთა პანსიონატში დღეიდან განახლდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თემქის მოხუცთა პანსიონატში პროგრამას - „ორი თაობა“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია, 14-18 წლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა დასახმარებლად. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინკაძემ განაცხადა, პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. „სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოს კეთილმოწყობაში, მონაწილეობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაშიც“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. ამასთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე შეირჩა ცხრა მონაწილე, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მოხალისეობრივ საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სერტიფიკატებს მიიღებენ. დღეს პირველი მოხალისეები გახდნენ ნათია კაპანაძე, თამარ ჭანტურია და ნათია ბლიაძე, რომლებიც 91 წლის დურმიშხან ბიძინაშვილის ნამუშევრებსაც გაეცნენ, დაათვალიერეს მისი სახელოსნო, მოისმინეს საჭიროებები და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)