|
2019-01-09 12:44:13, 1175 ნახვა
საზოგადოება
იმნაძე: ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში, სადმე ცალკე კოლბებში იქნებიან?
„ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში თუ ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე?“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ დგას საჭიროება, რომ საზოგადოება შეშინდეს. „მეჩვენება რომ მიმდინარეობს რაღაც მიზანმიართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება გრიპი პირველად არის. რატომღაც ძალიან მუსირებს, რომ გრიპი მხოლოდ საქართველოშია, მხოლოდ შარშანდელ სეზონზე იგივე H1N1ცირკულირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 ათასი ადამიანია დაღუპული. ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში თუ ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე, რომ არ ჰქონდეთ ერთამენთთან კონტაქტი ადამიანებს ? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? გადაიტანს უმრავლესობა პრობლემების გარეშე, მაგრამ ექიმს დროულად უნდა მიმართოს განსაკუთრებით იმან, ვისაც აქვს რაიმე რისკფაქტორი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)