00:01 - 23 Jul, 2026
|
2019-01-08 18:31:22, 1422 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი გურიაში დაფიქსირდა
გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა გურიაში დაფიქსირდა. მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, 83 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე ცნობით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას გრიპის სიმპტომებით 2 იანვარს მიმართა, თუმცა პაციენტს ფონური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს 8 იანვრის განმავლობაში უკვე მეორე გარდაცვალებბის ფაქტია. დღეს გორში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)