00:01 - 23 Jul, 2026
|
2019-01-08 16:34:47, 1264 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N6 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ორი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ვფიქრობ, ძალიან ლამაზი დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოეწყო. დიდ დიღომში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტი 184 249 ლარით დაფინანსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)