00:01 - 23 Jul, 2026
|
2019-01-08 12:25:49, 1169 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული
გრიპის ვირუსის გამო, 15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული. ინფორმაციას ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს: „თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა მცხეთის სამედიცინო ცენტრშიც. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)