|
2019-01-07 20:46:21, 1506 ნახვა
საზოგადოება
უგულავა: საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია
“ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. “მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია! ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, - წერს გიგი უგულავა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)