|
2019-01-06 13:39:06, 1456 ნახვა
საზოგადოება
„ტამიფლუ“ დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება
ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა. „800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ. „ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)