22:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 15:10:43, 1948 ნახვა

საზოგადოება
თამბაქოს ფასი გაიზარდა

სიგარეტი გაძვირდა. თამბაქოს აქციზის ფასი 10-დან 30 პროცენტამდე გაიზრდა, რამაც სიგარეტის გაძვირება გამოიწვია.

თამბაქოს ფასმა 50-დან 80 თეთრამდე  მოიმატა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა განუცხადა, ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი.

„სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად არ მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი თუ გაიზრდება, მკვეთრად არ შემცირდება მწეველების რაოდენობა. მეტიც, ძალიან მცირედით შემცირდება. მეორე, მომხმარებელი მავნე პროდუქტიდან გადაერთვება კიდევ უფრო მავნეზე, ნაკლებ ღირებულ, ნაკლებ ფასიან სიგარეტზე. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის კვლავაც იგივე, ეს არის ის, რომ მეტი ფული შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიზეზია ის, რომ მომხმარებელმა კიდევ მეტი გადაუხადოს მთავრობას თავისი ჯიბიდან“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics